პატრიარქი: ლია სალაყაიას სახელი ისტორიაში შევა, როგორც ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის უდიდესი მსახურისა და მისთვის დამაშვრალის

ეკლესიისთვის თავდადებული, ძველ წმინდა მოღვაწეთა მსგავსი, სრულიად უვერცხლო მუშაკი ღვთისა, ახლა უკვე მარადიულობის ბილიკებს მიუყვება, – ამის შესახებ აღნიშნულია მგალობელისა და რეგენტის, ლია სალაყაიას გარდაცვალების გამო გამოთქმულ სამიმრის წერილში, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ლია სალაყაიას სახელი საქართველოს ეკლესიის თანამედროვე ისტორიაში შევა, როგორც ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის უდიდესი მსახურისა და მისთვის დამაშვრალის.

მთაში თუ ბარში, სოფლად თუ ქალაქად, დიდებთან თუ პატარებთან, პატიმრებთან თუ უცხოეთში მყოფ ქართველებთან, ჯარისკაცებთან თუ ეკლესია-მონასტრებში, უჩვეულოდ მოსიყვარულე, დაუზარელი, გულანთებული ლია მასწავლებელი ყველგან იყო და ყველასთვის იყო.

ეკლესიისთვის თავდადებული, ძველ წმინდა მოღვაწეთა მსგავსი, სრულიად უვერცხლო მუშაკი ღვთისა, ახლა უკვე მარადიულობის ბილიკებს მიუყვება.

ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს მისი სვლა. უფალმან ლიას უკვდავი სული სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო მის ახლობლებს, მოსწავლეებსა და გულშემატკივართ, მოანიჭოს ლოცვის ძალა და თვისი შეწევა!“, – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში.

ცნობილი მგალობელი, რეგენტი, ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკის პედაგოგი ლია სალაყაია 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები