ვიოლა ფონ კრამონი – რუსეთი ანტიქართულ და ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაციას ავრცელებს, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას სრულ დეოკუპაციამდე

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 13 წელი გავიდა და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნდა.

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 13 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. რუსეთი ახლა ავრცელებს ანტიქართულ და ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაციას. ევროკავშირი ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მისი ხალხის გვერდით დგას სრულ დეოკუპაციამდე“, – აღნიშნულია ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაში.

ევროპარლამენტარი ასევე აქვეყნებს ილუსტრირებულ ფოტოს, სადაც წერია, თუ როგორ ხედავენ რუსეთი და ევროკავშირი საქართველოს რუკას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები