ლაშა ტალახაძეს აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
„ძალიან დიდი მადლობა ასეთი დახვედრისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევინარჩუნე უკვე მეორედ ოლიმპიური ოქროს მედალი, რაც ძალიან სასიხარულო არის. მოგეხსენებათ ძალიან დიდი პერიოდი ვემზადებოდით ამის გამო და დაგვიფასდა თითოეულ ჩვენგანს. მადლობა კიდევ და კიდევ ჩვენს ბიჭებს, რომლებმაც შეძლეს და მოიპოვეს მედლები და ჩვენს გულშემატკივარს. ძალიან დიდი მადლობა, გაიხარეთ“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
ოლიმპიურ თამაშებზე ტალახაძემ საქართველოს ნაკრებს მე-2 ოქრო მოუტანა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებისთვის ეს მე-7 მედალია.