ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) საერთაშორისო საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საზოგადოების დამფუძნებლის დიმიტრი ერისთავის გარდაცვალების გამო

ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) საერთაშორისო საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საზოგადოების დამფუძნებლის და საპატიო პრეზიდენტის, ცნობილი ქართველი მხატვრის დიმიტრი ერისთავის გარდაცვალების გამო.

ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) საერთაშორისო საზოგადოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დიმიტრი ერისთავი იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირისა და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

2016 წელს ალექსანდრე ქართველის საზოგადოების წარდგინების შედეგად დიმიტრი ერისთავს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტული. ასევე ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოებამ ბატონი დიმიტრი წელს წარადგინა საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია “საუკუნის პერსონაზე”,  რომელიც დეკემბერში უნდა მიეღო.

ამასთან აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ერისთავი იყო მსოფლიოში ცნობილი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) დის შვილი და დასაფასებელია მისი მხარდაჭერა ქართული ავიაციის პოპულარიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები