საქართველოსა და საბერძნეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საბერძნეთის პრეზიდენტ ეკატერინი საკელაროპულუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მხარეებმა საბერძნეთში ხანძრის შედეგად შექმნილი ვითარება განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტი საბერძნეთში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობითა და საჭიროებებით დაინტერესდა.
საქართველოს პრეზიდენტმა მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა ბერძენ ხალხს და იმედი გამოთქვა, რომ ამ ურთულეს გამოწვევას საბერძნეთი დროულად გაუმკლავდება.
“სალომე ზურაბიშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ეკატერინი საკელაროპულუს ამ ურთულეს ვითარებაში საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვისათვის.
საქართველოს პრეზიდენტმა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეკატერინი საკელაროპულუს საქართველში ვიზიტით მოიწვია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.