პრემიერი გენო პეტრიაშვილს – გული არ გაიტეხო, გენო! ვამაყობთ შენით, დიდი მადლობა კიდევ ერთი მედლისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანე

გული არ გაიტეხო, გენო! ვამაყობთ შენით, დიდი მადლობა კიდევ ერთი მედლისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანე, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”-ში წერს.

“გული არ გაიტეხო, გენო! მომავალი, კიდევ უფრო დიდი წარმატებები წინ გაქვს! ჩვენ ყველანი ვამაყობთ შენით, დიდი მადლობა კიდევ ერთი მედლისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანე!”-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ინფორმაციისთვის, 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფინალში გენო პეტრიაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთან, დენ გეიბლ სტივსონთან დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 8:9 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ 21 წლის ამერიკელმა მეოთხედფინალში მოქმედი ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები