ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე: ხან ერთ ქვეყანაში ფიქრობს არეულობას, ხან მეორეში, მაგრამ საქართველო მისთვის მაინც პრიორიტეტია
სააკაშვილი რომ მხოლოდ რევოლუციაზე და გადატრიალებას ფიქრობს, ეს უკვე დიდი ხანია ყველასთვის ცნობილი ფაქტია: წავა-წამოვა და ხან ერთ ქვეყანაში ფიქრობს არეულობას და ხან მეორეში, მაგრამ საქართველო მისთვის მაინც პრიორიტეტია, – ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.
„სააკაშვილი რომ მხოლოდ რევოლუციაზე და გადატრიალებას ფიქრობს, ეს უკვე დიდი ხანია ყველასთვის ცნობილი ფაქტია: წავა-წამოვა და ხან ერთ ქვეყანაში ფიქრობს არეულობას და ხან მეორეში, მაგრამ საქართველო მისთვის მაინც პრიორიტეტია. აქ ეგულება მისი რადიკალური პარტია – „ნაციონალური მოძრაობა”, წვრილ-წვრილი პარტიები, თავის დროზე მის მიერვე დაფრთიანებული არასამთავროების ნაწილი და პარტიულ-პროპაგანდისტულ-მავნებლური ტელევიზიები.
არც მალავს, პირიქით ღიად აძლევს თავის დავალებებს, ხან ტუქსავს, ხანაც მეტი აქტიურობისთვის და უფრო რადიკალიზაციისთვის მოუწოდებს, ესენიც ყურმოჭრილი მონებივით ყველაფერზე მიჰყვებიან, მაგრამ არის ერთი მთავარი მაგრამ – რაც თავის ქვეყნიდან გაქცეულ (თავის დროზე ომიდანაც!), საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელ და სხვა ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილსაც და მის მსახურებს, რომ ავიწყდებათ – მათ არა აქვთ მთავარი – საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა და ვერც ექნებათ! მიზეზი კი მარტივია, ხალხმა კი მათ დიდიხანია პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩინა ადგილი!