კელი დეგნანი: მოსახლეობას აცრის გაკეთებისკენ მოვუწოდებ
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მოსახლეობას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, პანდემიის შეჩერების გზა ვაქცინაციაზე გადის.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს გადმოსცა covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ფაიზერის“ 500 000 დოზა, დღეს ახალციხეში ვიმყოფები ჯანდაცვის მინისტრთან ერთად და ვესწრები ამ ვაქცინის ადმინისტრირებას, გადანაწილებას რეგიონში. თავად პროცესი აღნიშნულ ადგილას ძალიან ორგანიზებულია და მე ძალიან მიხარია, რომ ბევრი ადამიანია მოსული, რათა გაიკეთოს აცრა. როგორც აღვნიშნე, ეს არის საჩუქარი ამერიკელი ხალხისგან საქართველოსთვის და აცრა არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ დაიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, თქვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა, თქვენი ოჯახები, ეს ვაქცინა არის ნამდვილად უსაფრთხო და ეფექტური. მოვუწოდებ მოსახლეობას აცრისკენ. აცრის პროცესი ძალიან კარგად ორგანიზებულია ყველა პირობის გათვალისწინებით, ასევე არის მოსაცდელი ადგილი, სადაც აცრის შემდეგ იცდიან, პროცესი ძალიან ორგანიზებული და ეფექტურია. რაც შეეხება კითხვას, ანტივაქსერებთან დაკავშირებით, სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ იქ, სადაც იმატებს შემთხვევების რაოდენობა, უმეტესწილად აუცრელი მოსახლეობაა. ერთადერთი დაცვის და ამ პანდემიის შეჩერების გზა არის, რაც შეიძლება სწრაფად აცრა“, – განაცხადა დეგნანმა.