“თბილსერვისის თანამშრომლების გაფიცვა ახლა საბოტაჟის ტოლფასია”

თბილსერვისის თანამშრომლების გაფიცვა ახლა მართლა საბოტაჟის ტოლფასია! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი, ჩაკო ჩაჩანიძე წერს. მისი თქმით, თანამშრომლებს ხელფასი ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში, პანდემიის დროს 20%-ით გაეზარდათ. მათი სხვა მოთხოვნები კი ნაწილობრივ უკვე დაკმაყოფილდა.

“თბილსერვისის თანამშრომლების გაფიცვა ახლა მართლა საბოტაჟის ტოლფასია! როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ჯერ კიდევ დეკემბერში (როცა პანდემია ზენიტში იყო) ანაზღაურება 20 %ით გაიზარდა. კი ბატონო, ითხოვდენ უნიფორმების გამოცვლას და ნაწილის უკვე ჩანაცვლდა ახალი ფორმებით და EBRD-დან გამოყოფილი მილიარდიანი სესხით სპეცტექნიკის ნაწილი შეძენილია და დამატებით ცხადდება ტენდერი სრულად განახლებისთვის. რა აქვთ ამ ეტაპზე ამ ხალხს გასაპროტესტებელი მართლა გაუგებარია!”,- წერს ფეისბუქმომხმარებელი.
თბილსერვის ჯგუფის“ სამსახურის თანამშრომლები დღეიდან გაიფიცნენ. დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულებით დადგენილი პირობები შეცვალეს და ახლა გაცილებით რთულ პირობებში მუშაობენ.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობა, თბილისის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, აქციის მონაწილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო. ამ ეტაპზე კომპანიის გაფიცული თანამშრომლების ნაწილი სამუშაო რეჟიმს უკვე დაუბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები