ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის პრინციპულია გავყვეთ კონსტიტუციას, რომელიც გვეუბნება, რომ საქართველოში არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარდეს

“ჩვენთვის პრინციპულია ის, რომ გავყვეთ კონსტიტუციას, რომელიც გვეუბნება, რომ არჩევნები საქართველოში 2024 წელს უნდა ჩატარდეს, აქედან გამომდინარე ვერავითარი ფორმით მანამდე რიგგარეშე არჩევნების საკითხი ვერ განიხილება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ ვთქვით, რომ თუნდაც ნახევარი, ერთი პროცენტი რომ ავიღოთ ამ არჩევნებში, ვერავითარი ფორმით ამ არჩევნებზე ვერ იქნება მიბმული რიგგარეშე არჩევნების საკითხი. ჩვენთვის მთავარი დავინახოთ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების რესურსი ჩვენს ქვეყანაში, ამას თუ დავინახავთ, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია შეიძლება ამაზე ფიქრი, თუმცა ჩვენ ვხედავთ დღეს როგორია ოპოზიციის დამოკიდებულება საქმისა და პოლიტიკური პროცესის მიმართ, აქედან გამომდინარე, არავითარი ნიშანი არ ჩანს იმისი რომ, შეიძლება ჯანსაღი კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბების რესურსი იყოს 2024 წლამდე. ჩვენთვის პრინციპულია ის, რომ გავყვეთ კონსტიტუციას, რომელიც გვეუბნება, რომ არჩევნები საქართველოში 2024 წელს უნდა ჩატარდეს, აქედან გამომდინარე ვერავითარი ფორმით მანამდე რიგგარეშე არჩევნების საკითხი ვერ განიხილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები