მამუკა მდინარაძე: ამ ქვეყანას ნამდვილად არ სცალია უპერსპექტივო პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნების ილუზიების შექმნისთვის

“ამ ქვეყანას ნამდვილად არ სცალია უპერსპექტივო პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნების ილუზიების შექმნისთვის”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.

“ამ ქვეყანას ნამდვილად არ სცალია უპერსპექტივო პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნების ილუზიების შექმნისთვის. ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ჩასატარებელი გვაქვს არჩევნები, რომელიც მოემსახურება იმას, რომ მერები და საკრებულოს წევრები ავირჩიოთ, 2024 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. რაც არ უნდა სპეკულაციები მოაყოლონ ამას და ჩვენი სწორი გადაწყვეტილება გააკრიტიკონ, რიგგარეშე არჩევნებზე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ბედი არ იქნება მიბმული და ამას უნდა შეეგუონ“, – აცხადებს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები