თენგიზ ცერცვაძე: საველე ჰოსპიტლები არ დაგვჭირდება

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების საჭიროება არ დგას.

მისივე თქმით, პირბადის ტარებაზე შეზღუდვები უნდა გამკაცრდეს.

“საველე ჰოსპიტლები არ დაგვჭირდება. თუმცა ამისთვის სახელმწიფომ უნდა შეძლოს და უზრუნველყოს მოსახლეობის მონიტორინგი. ასევე თუ აუცილებელია გაამკაცროს შეზღუდვები პირბადის ტარებაზე, შეკრებების, აქციების, დიდი თავყრილობების თავიდან აცილება უნდა შეძლოს”, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები