თამარ გაბუნია: კონტაქტების გამოვლენა ძირითადად ქორწილებში ხდება, ტურიზმის კუთხით მსგავსი შემთხვევები არ გამოვლენილა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდინფიცირების გავრცელების ყველაზე მეტი შემთხვევები ქორწილებსა და სხვა ისეთ ღონისძიებებზე ხდება, სადაც ხალხის დიდი რაოდენობა იყრის თავს.

რაც შეეხება ტურიზმის მიმართულებას, გაბუნიას თქმით, კლვევების თანახმად, ასეთი შემთხვევები არ გამოვლენილა.

“კონტაქტების გამოვლენა სადაც ხდება ეს ძირითადად არის ქორწილები და ის ღონისძიებები, სადაც საზოგადოება იკრიბება.
ტურიზმის კუთხით მსგავსი შემთხვევები კვლევებისას არ გამოვლენილა”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები