ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სექტორი საწოლფონდთან მიმართებით უკვე გარკვეულ ზღვარზეა, მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა რესურსი სულ უფრო ნაკლებია

 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებში კოვიდ პაციენტებისთვის განკუთვნილი საწოლების რაოდენობა ზღვარზეა.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ექიმების მდგომარეობაც.

“ჯანდაცვის სექტორში რეალურად საწოლფონდთან მიმართებაში უკვე გარკვეულ ზღვარზე ვართ. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მუშაობა ყოველდღიურად, თუმცა, რესურსი სულ უფრო და უფრო ნაკლებია. ასევე გასათვალისწინებელია ექიმების გადაღლილობა, რომლებიც უკვე წელიწადნახევარზე მეტია ამ რეჟიმში მუშაობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომ ისინი დადგებიან გვერდში როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე თითოეულ ექიმის და შესაბამისად, თავს შეიკავებენ იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც მთავარი ბუსტერები არიან ინფექციის გავრცელების პროცესში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები