ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინის მეორე დოზა გასაკეთებელი მაქვს, არ დამვიწყებია და არ დავაგვიანებ – დარწმუნებული ვარ, პრემიერიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციაზე
“მეორე დოზა გასაკეთებელი მაქვს და აუცილებლად გაცნობებთ, როდესაც გავიკეთებ. არ დამვიწყებია, მიწევს უკვე და არ დავაგვიანებ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში ყველა პირველი პირის ჩართულობა მნიშვნელოვანია.
„საწოლფონდთან მიმართებაში გარკვეულ ზღვარზე ვართ. რა თქმა უნდა, მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობს. ასევე გასათვალისწინებელი ექიმების გადაღლილობა და დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების გონიერების.
ვაქცინაციის პროცესში ყველა პირველი პირის ჩართულობა მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციაზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.