კულტურის სამინისტრომ კონკურსის „ახალგაზრდა პიანისტთა ეროვნული კონკურსის ხელშეწყობა” გამარჯვებული გამოავლინა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „ახალგაზრდა პიანისტთა ეროვნული კონკურსის ხელშეწყობა” გამარჯვებული გამოავლინა.
კონკურსში გაიმარჯვა შემოქმედებითი კავშირი საქართველოს მუსიკალური საზოგადოების პროექტმა – „საქართველოს სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეთა X ეროვნული (რეგიონული) კონკურსი”.
კონკურსის საერთო ბიუჯეტი 20 000 ლარს შეადგენდა.