კულტურის სამინისტრომ კონკურსის „ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა” გამარჯვებული გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა” გამარჯვებული გამოავლინა, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსში გაიმარჯვა სსიპ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის პროექტმა – „თბილისის ვოკალისტთა II საერთაშორისო კონკურსი „Opera Crown”.
კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენდა 100 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 3-მა განმცხადებელმა მომართა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები