მაია ზალდასტანიშვილი: საავადმყოფო გადავსებულია – “დელტა შტამი” შედარებით მძიმედ მიმდინარეობს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების უფროსის, მაია ზალდასტანიშვილის განცხადებით, საავადმყოფო კოვიდპაციენტებით გადავსებულია.
მისივე თქმით, “დელტა შტამი” შედარებით მძიმედ მიმდინარეობს.
“უნდა გითხრათ, რომ საავადმყოფო გადავსებულია. ეს შტამი ევროპულს იმით ჰგავს, რომ ადვილად გადამდებია, მაგრამ დელტა შტამი შედარებით მძიმედ მიმდინარეობს. მის სამიზნეს არამარტო ხანდაზმულები, არამედ სამწუხაროდ, ახალგაზრდებიც წარმოადგენს”, – აღნიშნა მაია ზალდასტანიშვილმა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.