მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
როგორც მან “კვირას” განუცხადა, ჩოლოიანის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია.
“გიდასტურებთ, რომ მარიანა ჩოლოიანს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს პერსონალური ინფორმაციაა, ამაზე ვერ ვისაუბრებ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ კრიტერიუმებზე, აქ თავისთავად იგულისხმება ჯანმრთელობის მდგომარეობაც. მას საკმაოდ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა ამაზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ”, – თქვა მოსიაშვილმა.
ამასთან, გაგი მოსიაშვილი იმ პროცედურასაც განმარტავს, რაც დაცვის მხარემ მარიანა ჩოლოიანის სასჯელის ნახევრის გასვლის შემდეგ გამოიყენა.
“ასეთი ტიპის დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებულ პირებს არსებული სასჯელის შეცვლის შესაძლებლობა ეძლევათ სასჯელის ნახევრის გასვლის შემდგომ. ანუ, რასაც დაუნიშნავს სასამართლო, მაგალითად 3 წელს, წელიწადნახევრის გასვლის შემდგომ. მარიანა ჩოლოიანმა ისარგებლა ამ უფლებით, ჩვენ მივმართეთ მუდმივმოქმედ კომისიას. მან განიხილა ჩოლოიანის საქმე და თქვა, რომ ეს ადამიანი არ უნდა გაუშვათ და გააგრძელოს საპატიმროში ყოფნა. მუდმივმოქმედი კომისიის უარი გავასაჩივრეთ საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და ჩვენი დასაბუთებული საჩივარი დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ. სასამართლომ მუდმივმოქმედ კომისიას ხელახლა დაუბრუნა განსახილველად ჩოლოიანის საქმე. დაცვის მხარემ სასამართლოს ჩარევით კომისია, ფაქტობრივად, იძულებული გახადა შეენარჩუნებინა ობიექტური და სამართლიანი სახე”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.