თამარ გაბუნია: დაახლოებით, 10 აგვისტოდან მოსალოდნელია, რომ კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ დაიკლოს

“ახლა ვიმყოფებით პიკის ფაზაში, პროგნოზულად დაახლოებით, 10 აგვისტოდან მოსალოდნელია, რომ კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ დაიკლოს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა სიკვდილიანობის მაჩვენებელს 1,3-1,4%-ის ფარგლებში ინარჩუნებს.

„ჩვენი სცენარი და პროგნოზი ისევ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ ჩატარებულ შეფასებებს ემყარება. ახლა ვიმყოფებით პიკის ფაზაში, პროგნოზულად დაახლოებით, 10 აგვისტოდან მოსალოდნელია, რომ შემთხვევების რაოდენობამ დაიკლოს. სიკვდილობის მაჩვენებელს ვინარჩუნებთ 1,3-1,4% ფარგლებში და ამდენად, ეს არის ის მათემატიკა, რომელიც მე შემიძლია გაგიზიაროთ პანდემიასთან მიმართებაში“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები