თამარ გაბუნია: გასული 24 საათის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო აცრების რაოდენობა – 20 850 აცრა ჩატარდა, რაც ძალიან იმედის მომცემი მაჩვენებელია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო აცრების რაოდენობა – 20 850 აცრა ჩატარდა, რაც ძალიან იმედის მომცემი მაჩვენებელია.
გაბუნია იმედოვნებს, რომ ვაქცინაციის პროგრამა უფრო აქტიური გახდება.
“ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებულია 6886 საწოლი, მათგან ჰოსპიტალში 6219 პაციენტი იმყოფება, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებაში არის 269 პაციენტი. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, გუშინ დაახლოებით 19 ათასი ჯავშანი გაიხსნა „ფაიზერზე“.
28 ათამდე ადამიანი ბინაზე მკურნალობას აგრძელებს და ნაწილი რჩება კოვიდ სასტუმროებში. კოვიდ სასტუმროების მობილიზება გრძელდება. თბილისში დაახლოებით 500 ნომერია ამ ეტაპზე თავისუფალი და კიდევ ერთი ამდენი დაემატება უახლოეს პერიოდში იმისთვის, რომ კოვიდ სასტუმროების მოცვა იყოს მაღალი. ინტენსიურად გრძელდება ვაქცინაციის პროგრამა, გუშინ დაახლოებით 19 ათასი ჯავშანი გაიხსნა „ფაიზერზე“, უდიდესი ნაწილი თბილისში, რადგან თბილისზე მოთხოვნა ყველაზე მაღალია. გასული 24 საათის განმავლობაში ასევე ყველაზე მაღალი იყო აცრების რაოდენობა, 20 850 აცრა ჩატარდა, რაც ძალიან იმედის მომცემი მაჩვენებელია და ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტად აქტიური გახდება ვაქცინაციის პროგრამა“, – განაცხადა გაბუნიამ.