„განათლების ლაბორატორია – EDU LAB“ პროექტის მხარდაჭერით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ექსპერტთა კორპუსის პროფესიული განვითარების ღონისძიებებს გეგმავს

სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ა(ა)იპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული პროექტის “განათლების ლაბორატორია – EDU LAB” ფარგლებში, გეგმავს კოლეგიალურ საგანმანათლებლო აქტივობების (PLA) სესიებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა პროფესიული განვითარების მიზნით.

პირველი PLA სესია ჩატარდება 2021 წლის 06 აგვისტოს თემით „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის შეფასება“. პროექტის ფარგლებში კოლეგიალური საგანმანათლებლო აქტივობების (PLA) სესიები თვის ბოლომდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ექსპერტები, ცენტრის თანამშრომლები, ასევე ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების იმპლემენტაციის ეტაპებზე გადადის.
ცენტრის ამოცანაა ხელი შეუწყოს ექსპერტთა განვითარების სისტემური მიდგომების ჩამოყალიბებას და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პრაქტიკას. ამ მიზნით “განათლების ლაბორატორია – EDU LAB” პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრთა პროფესიული განვითარების საჭიროებების შესახებ. კვლევის პროცესში ჩართული იყო ექპერტთა კორპუსი, ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.
მომზადდა კვლევის ანგარიში შესაბამისი რეკომენდაციებით ექსპერტთა კორპუსის შემდგომი პროფესიული განვითარების შესახებ. “განათლების ლაბორატორია – EDU LAB” განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულის – ხატია ცირამუას ინიციატივით ხორციელდება. პროექტის მიზნებია: ცენტრის კურსდამთავრებულთა მონაწილეობით სასწავლო კურსის განათლების ლაბორატორიის (EDU LAB) შემუშავება; საჯარო დაწესებულებაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების პრაქტიკის შექმნა, კვლევის პილოტირება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, განათლების ადმინისტრირების/პოლიტიკის პროგრამებში პრაქტიკისა და კვლევის კომპონენტის გაძლიერების ხელშეწყობა სასწავლო კურსის – განათლების ლაბორატორიის (EDU LAB) დანერგვით გზით; განათლების ლაბორატორიის (EDU LAB) პროექტებში კურსდამთავრებულთა მონაწილეობის უზრუნველყოფა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები