პატარძეულის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოები სექტემბერში დაიწყება

წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჯერად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის წყალმომარაგებისთვის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება . პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
ამ დროისთვის ,პატარძეულის მოსახლეობას წყალი შეწღუდული გრაფიკით მიეწოდება.სოფელში დღემდე არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა.
დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილსადენი, სათავე ნაგებობება, სატუმბო სადგური და რეზერვუარი. პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში არსებული პროებლემა მოუგვარდება და 3000 ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები