რატი ბრეგაძე: სასამართლო დღეს არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორც არასდროს ყოფილა

 

“რაც შეეხება ე.წ. კლანურ მმართველობას, სრულიად გაუგებარია ჩემთვის, ეს რას გულისხმობს – სასამართლო დღეს არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორც არასდროს ყოფილა”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მისი ეს მოსაზრება ფაქტებითაა გამყარებული.

„რაც შეეხება კონკრეტულად სასამართლოს მიმართულებით კრიტიკას, ესეც შეგვიძლია განვიხილოთ გარკვეულ რეტროსპექტივაში და ვნახოთ, თუ რა იყო 2012 წლამდე და რა მდგომარეობა გვაქვს ახლა, მაშინ, როდესაც საერთოდ არ დგებოდა გამამართლებელი განაჩენები და ფაქტობრივად, სასამართლო და პროკურატურა გამოიყენებოდა ბიუჯეტის შესავსებად. რაც შეეხება ე.წ. კლანურ მმართველობას, ეს სრულიად გაუგებარია ჩემთვის, რას გულისხმობს. სასამართლო დღეს არის ისე დამოუკიდებელი, როგორც არასდროს ყოფილა. ეს არის, ბუნებრივია, ჩემი განცხადება და მოსაზრება, რომელიც გამყარებულია ფაქტებით და ამის დასტურად შეგიძლიათ იხილოთ იმავე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები 2012 წლამდე სასამართლოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და შემდგომ. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ შედეგებით და არა, კონკრეტული მოსაზრებით. სასამართლო ისე დამოუკიდებელია, როგორც არასდროს. ბუნებრივია, ყოველთვის შეიძლება არსებობდეს გარკვეული ხარვეზები. ჩვენ არ ვართ რეალობას მოწყვეტილი და არც იმას ვამბობთ, რომ რომელიმე კონკრეტულ სფეროში არ არსებობს პრობლემა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ჩვენს მთავარ მიზანს, რაც მდგომარეობს გამოწვევებთან გამკლავებაში და კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები