ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანიდან დაკარგული 14 წლის გელა ჯიბღაშვილი იპოვეს.
ის სახლში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. დეიდის ინფორმაციით, მოზარდის გადმოცემით, თბილისში იმყოფებოდა და გზა აებნა, სოფელში კი სამარშრუტო ტაქსით ჩავიდა.
14 წლის ბიჭი სახლიდან კვირას დილით გავიდა და მას შემდეგ ეძებდნენ.