წეროვანის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა
იმუნიზაციის პროცესში აქტიურადაა ჩართული რეგიონები. მასობრივი ვაქცინაციის კიდევ უფრო ხელშეწყობის მიზნით, წეროვანის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა.
სრულად აღჭურვილ ამბულატორიაში იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით მიმდინარეობდა. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარეს.
COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, მოძრავი ამბულატორიები დევნილთა დასახლებებში მომავალშიც განთავსდება.