კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 924, აჭარაში – 591, იმერეთში – 518

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 233 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 924 შემთხვევა, აჭარაში – 591, იმერეთში – 518, ქვემო ქართლში – 200, შიდა ქართლში – 185, გურიაში – 107, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 222, კახეთში – 270, მცხეთა-მთიანეთში -92, სამცხე-ჯავახეთში – 97, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 36 102 საიდანაც: 6 200 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 056, აჭარაში – 725, იმერეთში – 905. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 240 პირი, მათ შორის, თბილისში – 553, აჭარაში – 121, იმერეთში -281. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 261 პირი, მათგან თბილისში – 188, აჭარაში – 18, იმერეთში – 15. 2 297 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 010 – თბილისში, 820- აჭარაში. 27 605 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები