4 აგვისტოდან, შემოსავლების სამსახურის ვაკე – საბურთალოს სერვისცენტრი განაახლებს მოქალაქეთა მომსახურებას

4 აგვისტოდან, გადასახადის გადამხდელებს კვლავ მოემსახურება ვაკე-საბურთალოს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი (მისამართი: მერაბ კოსტავას გამზირი №68ა ) – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, “დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს – 2 299 299 (09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ – RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით. ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი გადასახადის გადამხდელებს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 – საათიდან 18:00 საათამდე მოემსახურება.
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის მუშაობა დროებით იყო შეჩერებული, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები