თეა წულუკიანი: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უმძიმესია, მინდა, ყველას პირბადის ტარებისკენ მოვუწოდო
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უმძიმესია.
მინისტრმა მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდა.
„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უმძიმესია. მინდა, ჩემი მხრიდან, ყველას მივმართო და მოვუწოდო პირბადის ტარებისკენ, ვინაიდან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორმე შევძლოთ და ერთმანეთი დავიცვათ, დავიცვათ საკუთარი თავი და უნებლიეთ არ შევუწყოთ ხელი ჩვენივე, ან სხვისი სიცოცხლის დროზე ადრე დასრულებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გააქტიურდეს სხვადასხვა სტრუქტურა, მათ შორის სოფლად, თუ პატარა ქალაქებში, ყველა გარემოში, იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი, რომელიც უფრო აქტიური გახდა ბოლო დღეებში, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემისა და ყველა უწყების მონაწილეობით, გახდეს უფრო აქტიური“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.