პაატა იმნაძე: მეტი შეზღუდვის მომხრე ვართ, რადგან სამწუხაროდ, შვედები არ ვართ, რომლებისთვისაც ავტობუსის გაჩერებაზე დისტანციის დაცვა ცხოვრებისეული ნორმაა

“ჩვენ ყოველთვის მეტი შეზღუდვის მომხრე ვართ, რადგან სამწუხაროდ, შვედები არ ვართ. არის ხალხი, ვისაც შეზღუდვის დაწესება არ სჭირდება, რადგან წესებს თავადაც იცავენ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა გამოსავალია ვაქცინაცია, რაც არის საშუალება იმისა, რომ ადამიანი არ დაიღუპოს.

“ჩვენ ყოველთვის მეტი შეზღუდვის მომხრე ვართ, რადგან სამწუხაროდ, შვედები არ ვართ. არის ხალხი, ვისაც შეზღუდვის დაწესება არ სჭირდება, რადგან წესებს თავადაც იცავენ. შვედისთვის 2-მეტრიანი დისტანცია კი არა, 3-მეტრიანი დისტანცია ცხოვრებისეული ნორმაა, როცა ავტობუსის გაჩერებაზე დგანან. გამომდინარე აქედან, ჩვენ ყოველთვის მეტი შეზღუდვის მომხრე ვართ. აცრა არის გამოსავალი.ახლა მთავარია, ადამიანები არ დაიღუპონ და სამედიცინო სექტორმა ამდენ პაციენტთან გამკლავება შეძლოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები