ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ეტაპობრივად 103 კმ გზის რეაბილიტაცია და 17 ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს,- ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ცენტრალურ რეგიონს აკავშირებს შატილთან და პირიქითა ხევსურეთთან, ამიტომ ამ გზის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ისე მთლიანად ქვეყნის მოსახლეობისა და ტურისტებისათვის.
ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე უკვე დასრულებულია გზის 85 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ხოლო 18 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები წელს დასრულდება. გზის ამ მონაკვეთს რეაბილიტაცია 40 წელი არ ჩატარებია.
გზა იყო ძლიერ ვიწრო და გრუნტიანი, რომელზეც ხშირად ვითარდებოდა მეწყრული პროცესები, ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი არ იყო უსაფრთხო. გზის რეაბილიტაციასთან ერთად მიმდინარეობს 17 ახალი ხიდის მშენებლობა.
ძველი ხიდების უმეტესობა აშენებულია 60-იან წლებში, რის გამოც ვეღარ უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება. ამ დროისათვის უკვე დაასრულებულია 9 ხიდის მშენებლობა. ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად საავტომობილო გზის პირველ 60 კმ-ზე მოეწყო ასვალტობეტონისა და ცემენტობეტონის საფარი, ხოლო დანარჩენი 46 კმ მოეწყო ადგილობრივი გრუნტით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საავტომობილო გზის პარამეტრები, მოეწყო რკინაბეტონის ხელოვნური ნაგებობები – საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები, სანიაღვრე არხები. ასევე, საავტომობილო გზის მთელ მონაკვეთზე ჩატარდა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები – მოეწყო ახალი საგზაო ნიშნები, გზის ჰორიზონტალური მონიშვნები და ზღუდარები. ახალი სახიდე გადასასვლელების მშენებლობით კი, გაუმჯობესდა გზის მრუდე მონაკვეთების უსაფრთხოება და ხიდების მზიდუნარიონობა. შესაბამისად, მგზავრობა შატილამდე მისასვლელ გზაზე გახდება ბევრად უსაფრთხო და კომფორტული, რაც ხელს შეუწყობს, რეგიონის განვითარებას და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენებას, რითაც მკვეთრად გაუმჯობესდება მაცხოვრებლების ცხოვრების დონე, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები