ნიკოლოზ ჩხეიძე: 2011 წელს რომ უცხოელი ბიზნესმენი მოკლეს დღისით-მზისით სასტუმროში და 26 მაისს სახურავზე შემოგდებული ახალგაზრდა მაშინ “სიკვდილის ქალაქი” არ იყო თქვენთვის?

“ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის” თავმჯდომარე, ასოციაცია “თვისტომის” დამფუძნებელი, ნიკოლოზ ჩხეიძე სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს გამოეხმაურა, ვინც საქართველოს ანტიპიარით არის დაკავებული.

იგი ასეთ ადამიანებს სამარცხვინოს უწოდებს.

“ყველას მინდა ვუთხრა ახლობელ /ნაცნობ / უცნობ / გამვლელ/ გამომვლელს და და ორბიტიდან გასულს:
ვინც ამას წერთ და ასე წარმოაჩენთ საკუთარ ერს და ქვეყანას და მერე წუწუნებთ და ოხრავთ და ღაწვებს იხოკავთ “ჩავარდნილი” ტურისტული სეზონით და “საწყალი” მცირებიზნესების გაღატაკებით – სასტუმროებისა და რესტორნების,- ხართ უბრალოდ სამარცხვინო, უნამუსო, პოლიტიზირებულ-აჟიტირებული, ფარისეველი (აფერისტი ანუ ვინც არიცის) ტუტუცი მატრაკვეცა დეგენერატები. პროსტა ასე როგორ უნდა გძულდეს ყველა და ყველაფერი …

ვინ ამართლებს ვინმეს მკვლელობას ?! ვის ახარებს ეს ფაქტი ნირმალური თუა ? მაგრამ ანაშიც როგორ უნდა მიახერხო იყო ორმაგსტანდარტში? 2011 წელს რომ უცხოელი ბიზნესმენი მოკლეს დღისით-მზისით სასტუმროში და 26 მაისს სახურავზე შემოგდებული ახალგაზრდა მაშინ “სიკვდილისქალაქი” არ იყო თქვენთვის? რა ხართ და საიდან მოხვედით?! გაეშვით თბილისს და ნუ ისხავთ თავზე უცხოელ მეგობრებთან! მათთან უარესი ხდება ყოველდღე მაგრამ გეუბნებიან არ ჩამოხვიდე ჩემს ქვეყაბაშიო?! რა უბედურება გჭირთ?!”, – წერს ნიკოლოზ ჩხეიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები