ნათია თურნავა – სუს-ის ჩანაწერების შესახებ ინფორმაციაზე: ავადმყოფურ ბოდვაზე ნუ ელოდებით ჩემგან სერიოზულ შეფასებას

“ნუ ელოდებით ჩემგან სერიოზულ შეფასებას, პირდაპირ ვიტყვი, არ მჩვევია ეს ტერმინები, მაგრამ ავადმყოფურ ბოდვაზე”, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით „მთავარის არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ახლა მოეწყინათ ვიღაც-ვიღაცებს, სხვა არაფერი საქმე არ აქვთ სალაპარაკო, ვიღაც ავადმყოფურ ტვინებში ჩნდება ასეთი ვერსიები. უბრალოდ, სერიოზულად ვერ შევალ ამაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უსმენს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები