პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატურებს უყრიან კენჭს

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურებს უყრიან კენჭს, – ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

რაც შეეხება 2021 წლის 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დღის წესრიგით გათვალისწინებული დადგენილების პროექტს, მისი განხილვის შემდეგი სხდომისთვის გადადება მოითხოვა ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის წევრმა ხათუნა სამნიძემ.
რეგლამენტის თანახმად, დადგენილების მისაღებად საჭიროა 50 ხმა.
„ჩვენი კოლეგები ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან და, სამწუხაროა, რომ ისინი არ აპირებენ სხდომაზე დასწრებას მიუხედევად იმისა, რომ მათგან იყო მზაობა კომისიის შექმნისთვის დაეჭირათ მხარი. ამიტომ გთხოვთ, ეს საკითხი შემდეგი სხდომისთვის გადავიტანოთ”,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები