თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით ლევილის მამულის მმართველი კომიტეტის პირველი სხდომა პარიზში გაიმართა
ლევილის ლევილის მამულის მმართველი კომიტეტის პირველი სხდომა, 2021 წლის ივნისში მოცემული კულტურულ-ისტორიული პროექტის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის გადმოცემის შემდეგ, მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით პარიზში გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, როგორც ცნობილია, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული 25-წლიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, 2016 წელს საქართველოს დაუბრუნდა საქართველოს მთავრობის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძის დიდი ძალისხმევის შედეგად.
“მამულში განსახორციელებელ პროექტს ოფიციალურად ეწოდა „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი.წ ლევილის ქართული აკადემია” და საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ მამულის სრული რეაბილიტაცია 10 წლის ვადაში უნდა განხორციელდეს. მამულში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-განხორციელება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით 2017 წლიდან მიმდინარეობდა. მიმდინარე წლის 27 ივნისს კი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, ლევილის მამულის მმართველი კომიტეტის სხდომაზე მამულში კულტურის კერის შექმნის პროექტის შემდგომი ხელმძღვანელობა საგარეო საქმეთა სამინისტრომ დარგობრივ უწყებას – კულტურის სამინისტროს გადასცა.
სწორედ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდგომი სამოქმედო გეგმის თაობაზე იმსჯელეს ლევილის მამულის მმართველის კომიტეტის პირველ სხდომაზე, რომელსაც როგორც ზემოთ აღინიშნა თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. სხდომაში მონაწილეობდნენ კომიტეტის წევრები ირენ ციციშვილი, ტიერი ბერიშვილი, ოთარ ზურაბიშვილი და ნინო კალატოზიშვილი. ასევე, თბილისიდან ონლაინ ფორმატში მიიღო სხდომაში მონაწილეობა კომიტეტის წევრმა გოჩა ჯავახიშვილმა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.