გახარიას პარტიას ბათუმში საზეიმოდ გახსნილი ოფისი დააცლევინეს (ფოტო)

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ ბათუმში საზეიმოდ გახსნილი ოფისი უკვე დაცალა. როგორც ირკვევა, ოფისის დატოვება პარტიის აჭარის ორგანიზაციის წევრებს ფართის მესაკუთრემ, ლაშა ახალაიამ მოსთხოვა.

ახალაიმ მათი ოფისიდან გაგდების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და მედიაში გაშუქებული ინფორმაცია –  ყოფილ პრემიერსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შესაძლო კავშირზე.

პარტიაში “საქართველოსთვის” კი ამბობენ, რომ ტელეკომპანია „იმედში“ გასული სიუჟეტით შეიტყვეს, რომ შენობის მესაკუთრე მათგან ოფისის დაცლას ითხოვდა. აჭარის ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, ლაშა ახალაიას გადაწყვეტილების მიზეზი ზეწოლა ყოფილიყო. მათ ოფისი უკვე დაცალეს და ამბობენ, რომ ეს მათ მუშაობაში ხელს ვერ შეუშლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები