დავით ზალკალიანი: საქართველო კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. ასე აფასებს ის იმ ფაქტს, რომ აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.

„საქართველო კვლავ იკავებს მნიშვნელოვან, პრიორიტეტულ ადგილს ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. საქართველოს, როგორც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორის თავდაცვისუნარიანობის განტმკიცება, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება პრიორიტეტულია ამერიკისთვის, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – აცხადებს ზალკალიანი.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2022 ფისკალური წლისთვის დაამტკიცა სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (SFOPs) შესახებ კანონპროექტის თავისი ვერსია. 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები