ინდოეთში ძლიერი წვიმის გამო ციხის კედელი ჩამოინგრა – დაშავებულია მინიმუმ 22 პატიმარი
ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატში, ძლიერი წვიმის გამო ციხის კედელი ჩამოინგრა. დაშავებულია მინიმუმ 22 პატიმარი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პოლიციის თანამშრომელის თქმით, ციხის შენობა საკმაოდ ძველი იყო და კედელი, შესაძლოა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელი წვიმების შედეგად ჩამოინგრა.
პოლიციის განმარტებით, ინციდენტის დროს საპატიმროში სულ 255 მსჯავრდებული იმყოფებოდა.