ეკატერინე ტიკარაძე: კლინიკურ სექტორში მობილიზებული 7 ათასამდე საწოლიდან, 6 ათასამდე საწოლი უკვე დაკავებულია

„დღესდღეობით, კლინიკურ სექტორში, 7 ათასამდე საწოლია მობილიზებული, საიდანაც 6 ათასამდე საწოლი დაკავებულია. ამ ეტაპისთვის, ინტენსიურ განყოფილებაში 1200-მდე პაციენტი მკურნალობს, რაც, რა თქმა უნდა, არის საყურადღებო“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის უწყება საწოლების მობილიზებას განაგრძობს. მინისტრი მოსახლეობას კოვიდვაქცინებით იმუნიზაციისკენ მოუწოდებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობთ იმისთვის, რომ მობილიზებული იყოს საწოლები. დღეს უკვე ჯანდაცვის სისტემაში იმართება 31 ათას პაციენტზე მეტი, აქედან პაციენტების უმეტესობა მკურნალობას გადის ბინაზე და აქტიურად არიან ჩართულები ჩვენი ოჯახის ექიმები. ისინი კონსულტაციას უწევენ პაციენტებს ბინაზე მკურნალობაში. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პაციენტები გადადიან იმ კლინიკებში, რომელსაც ოჯახის ექიმი გადაწყვეტს და შესაბამისად, ისინი გადიან დიაგნოსტიკას. ასევე, მობილიზებულია და ეტაპობრივად იზრდება საწოლფონდი კოვიდსასტუმროებში. მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, ინტენსიურად ჩაერთონ აცრებში, ასევე არ დაავიწყდეთ, რომ მნიშვნელოვანია პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები