ირაკლი კობახიძე: ვიოლა ფონ კრამონს ინიციატივა რომ გამოეჩინა, ჩვენი მხრიდან ალბათ შედგებოდა შეხვედრა

“შეხვედრის ინიციატივა მას უნდა გამოეჩინა. ის არის ჩამოსული, გეგმავს თავის შეხვედრებს”, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას, რატომ არ შეხვდა „ქართული ოცნება“ საქართველოში მყოფ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს.

„ინიციატივა რომ გამოეჩინა, ალბათ ჩვენი მხრიდან აუცილებლად შედგებოდა შეხვედრა. ეს მასზე იყო დამოკიდებული, ეს იყო მისი პრიორიტეტი. როგორც ჩანს, მას უნდა „ნაცმოძრაობისგან“ განმარტების მიღება, რატომ არ აწერდნენ ხელს 100 დღის განმავლობაში ამ შეთანხმებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები