ირაკლი კობახიძე: ვინც არის პოლარიზაციის წყარო, იმასთან უნდა მოაწერო ხელი შეთანხმებას – “ნაცმოძრაობა” ხელს არ აწერდა, ამიტომ შეთანხმებამ აზრი დაკარგა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების მიზეზი დღეს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განმარტა.

„წარმოიდგინეთ, რომ იყოს პირობითად სამშვიდობო შეთანხმება დასადები რუსეთთან და ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას ბიბილოვთან და ბჟანიასთან. იგივეა, როდესაც გჭირდება პოლარიზაციის დასრულება და ხელს აწერ შეთანხმებას ხაზარაძესთან და ვაშაძესთან. ეს ხომ აბსურდია? ვინც არის პოლარიზაციის წყარო, იმასთან უნდა მოაწერო ხელი შეთანხმებას. „ნაცმოძრაობამ“ არ მოაწერა ხელი, შესაბამისად, შეთანხმებამ დაკარგა აზრი“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები