თამარ გაბუნია: 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდების „ფაიზერით“ ვაქცინაცია გართულებებისა და პრობლემების გარეშე მიმდინარეობს

“16-დან 18 წლამდე მოზარდების Pfizer-ით აცრის პროცესი უკვე დაწყებულია, რამდენიმე ათეული მოზარდი უკვე აცრილია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, 16-დან 18-წლამდე მოზარდების ვაქცინაცია ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს.

„16-დან 18 წლამდე მოზარდების Pfizer-ით აცრის პროცესი უკვე დაწყებულია, რამდენიმე ათეული მოზარდი უკვე აცრილია. მათ შორის სტუდენტები. დაახლოებით 20-მდე სტუდენტი, რომლებიც მიემგზავრებოდნენ საზღვარგარეთ, აიცრნენ Pfizer-ის ვაქცინით. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გრძელდება ყოველგვარი გართულებისა და პრობლემის გარეშე”, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები