ირაკლი ღარიბაშვილი: უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა “ნაცმოძრაობამ” სააკაშვილის დავალებით – შეურაცხყოფა მიაყენეს ევროკავშირსა და აშშ-ს

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის არმოწერით ევროკავშირსა და აშშ-ს შეურაცხყოფა მიაყენა.

“ნახეთ, რომ სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა “ნაციონალურმა მოძრაობამ” სააკაშვილის დავალებით, კერძოდ, ყველაზე მთავარი აქტორი ვინც არის ოპოზიციაში – ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”, სხვა დანარჩენი პარტიების საერთო ჯამი, მათი შედეგი არჩევნებში შეადგენს 10%-ზე მეტს, შესაბამისად ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც მთავარი ოპოზიციური და დესტრუქციული ამავდროულად პარტიის პოზიცია, მათ შეგნებულად არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, სრული იგნორი განახორციელეს, შეურაცხყოფა მიაყენეს ევროკავშირს და აშშ-ს. ჩვენ ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად, ჩვენი მხრიდან გაგრძელდება რეფორმები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები