გურამ მაჭარაშვილი: შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა დოკუმენტის მიმართ ოპოზიციის უდიერმა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ უზრუნველყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა დოკუმენტის მიმართ ოპოზიციის უდიერმა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ უზრუნველყო.

მისივე თქმით, შეთანხმება იყო ცალმხრივად შესასრულებელი „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც სამართლიანი არ იქნებოდა.

“ქართული ოცნების“ შეთანხმებიდან გასვლა უზრუნველყო ოპოზიციის უდიერმა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ ამ დოკუმენტის მიმართ, რომელიც სამწუხაროდ, ვერ შეცვალა ვერც საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებამ, რომ დოკუმენტზე ხელი მოეწერათ და იქ არსებული საკითხები შეესრულებინათ. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დოკუმენტს ხელი არათუ არ მოაწერა, მხოლოდ სათავისოდ განმარტავდა იქ არსებულ საკითხებს და მხარს არ უჭერდა საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულებას და ბევრ იმ საკითხს, რომელიც შავით-თეთრზე დეტალურად ეწერა შარლ მიშელის დოკუმენტში. საბოლოოდ ისეთი სურათი მივიღეთ, რომ ეს შეთანხმება იყო ცალმხრივად შესასრულებელი „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც არც ერთ შემთხვევაში არ იქნებოდა სამართლიანი”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები