გიორგი გახარია: სააკაშვილი საქართველოში თუ ჩამოვა, ამით მმართველ პარტიას დაეხმარება

“საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლით „ქართულ ოცნებას“ დაეხმარება.

მისივე თქმით, თუ სააკაშვილი ჩამოვა, დააკავებენ, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა სააკაშვილი ამნისტიით გაათავისუფლოს.

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თუ ჩამოვა, ამით მმართველ პარტიას დაეხმარება, ეს ერთი. მეორე – თუ ჩამოვა, ის მსჯავდებულია და დააკავებენ. მესმის, რომ შეიძლება „ოცნებამ“ ამნისტია გამოაცხადოს, მიშასაც გამოუშვებენ, ისე როგორც გამოუშვეს მელია და რურუა. მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის სასაცილოა, მიუხედავად იმისა, რომ იმ ქაოსში, რაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერი დასაშვებია“,- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რეფერენდუმამდე საქართველოში ჩამოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები