მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, რომ ოპოზიციური პარტიების პარლამენტში ყოფნით ან არყოფნით დისკომფორტის ზონა იქმნება

“არ მგონია, რომ ოპოზიციური პარტიების პარლამენტში ყოფნით ან არყოფნით დისკომფორტის ზონა იქმნება, თუ არ ჩავთვლით კანონგარეშე ქმედებებს, რომელსაც ვხედავდით”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„არ მგონია, რომ ოპოზიციური პარტიების პარლამენტში ყოფნით ან არყოფნით დისკომფორტის ზონა იქმნება, თუ არ ჩავთვლით კანონგარეშე ქმედებებს, რომელსაც ვხედავდით. სწორი მგონია, რომ საპარლამენტო ცხროვრებაში მონაწილეობა ოპოზიციამ უნდა მიიღოს, ეს სჭირდება პროცესის სრულფასოვნად წარმართვას, ასეთია ჩემი დამოკიდებულება, დანარჩენი მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებენ მუშაობას. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მხოლოდ ჩვენზე არ არის ედამოკიდებული, როცა მოვა ამის დრო, შევხედოთ, რა მოცემულობა იარსებებს. ჩვენი განწყობაა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმები გაგრძელდება და ეს პოზიცია ბოლომდე გვექნება შენარჩუნებული. ეს მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული არ არის. არაერთხელ გვიხილავს მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ცვლილებები, რომელსაც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ამიტომ კონკრეტულ დროს, კონკრეტულ შემთხვევაში, როგორი იქნება სიტუაცია ამის მიხედვით მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება. მეჩვენება, რომ ეს გადაწყვეტილება ცოტა არათანმიმდევრულია და ახსნა არც თუ დამაჯერებელია იმდენად, რამდენადაც თუ ობიექტურად თვლიან, რომ პარლამენტში მოღვაწეობა სწორია, ასეთ შემთხვევაში დიფერენცირებული მიდგომის არსებობა გაუგებარია, ჩემი აზრითმ ამას ლოგიკური ახსნა აკლია. თუმცა, ეს მათი უფლებაა, მათ სურვილზეა დამოკიდებული და არ მგონია, დისონანსის შემომტანი იყოს პარლამენტისთვის ან პოლიტიკური ცხოვრებისთვის“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები