გია ხუხაშვილი: ხელისუფლების გეგმა მარტივია

ექსპერტი, გია ხუხაშვილი “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ხელისუფლების გეგმა მარტივია – შეთანხმებიდან გასვლით ადგილობრივი არჩევნებისადმი ინტერესის დაგდება. ამ ფონზე არჩევნების ყიდვა და მერე მტკიცება დასავლეთისთვის, რომ ისევ მაგრად დგანან ფეხზე.

ეს არის ხაფანგი…

ამიტომ, ოპოზიციის სწორი პასუხია შემდეგი:

მთავარ სტრატეგიულ ამოცანად რჩება ადგილობრივი არჩევნების დიდი ანგარიშით მოგება და ამ შემთხვევაში ისინი ქართველ ხალხთან ერთად აიძულებენ ხელისუფალს შეასრულოს აღებული ვალდებულება”,- წერს ხუხაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები