იაგო ხვიჩია: “ქართულ ოცნებას” უნდა, ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს, რომ მერე მარტივად მოიგოს

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოპოზიციის მიერ არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება მმართველ გუნდს აწყობს.

მისივე თქმით, ბოიკოტის გამოცხადების შემთხვევაში “ქართული ოცნება” არჩევნებს მარტივად მოიგებს.

“ქართულ ოცნებას” უნდა, რომ ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს, რომ მერე მარტივად მოიგოს ეს არჩევნები, სადაც არავინ მოწინააღმდეგე არ ეყოლება. პირიქით უნდა იყოს, ოპოზიციამ სინქრონიზაცია და სათამაშო ტაქტიკის შეცვლა უნდა შეძლოს”, – აღნიშნა ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები