კორონავირუსს კიდევ ერთი სასულიერო პირი ემსხვერპლა

არქიმანდრიტი იოაკიმე ასათიანი კორონავირუსით გარდაიცვალა.

სასულიერო პირი მკურნალობის კურსს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა.

როგორც “კვირას” პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა, პაციენტს ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა.

“14 ივლისს შემოვიდა კლინიკაში, გარდაიცვალა გუშინ. 93 წლის იყო, ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, აპარატულ სუნთქვაზე იყო, მძიმე ფორმა იყო კოვიდის. ვერ გაუძლო, ძალიან ვწუხვართ, კარგი ადამიანი იყო”,- განუცხადა “კვირას” ტურძელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები