კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1359, აჭარაში – 413, იმერეთში – 263

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 796 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარაში – 413, იმერეთში – 263, ქვემო ქართლში – 152, შიდა ქართლში – 120, გურიაში – 71, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 108, კახეთში – 178, მცხეთა-მთიანეთში -58, სამცხე-ჯავახეთში – 57, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 147 საიდანაც: 5 427 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 841, აჭარაში – 556, იმერეთში – 771. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 053 პირი, მათ შორის, თბილისში – 493, აჭარაში – 82, იმერეთში -246. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 216 პირი, მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 5, იმერეთში – 16. 1 811 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 966 – თბილისში, 530- აჭარაში. 20 909 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები